მუნიციპალიტეტებს შორის გამართული ტურნირის გამარჯვებული აბაშა გახდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდებს შორის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული აბაშის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის გუნდი 3:2 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელებს თასი და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

საფეხბურთო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

საფეხბურთო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ორგანიზებით, „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში გაიმართა.

2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი