აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რომელსაც სამეგერლო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.
საკოორდინაციო შტაბის წევრებს ინფორმაცია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების და სამომავლო გეგმების შესახებ ზურაბ ჩეკურაშვილმა მიაწოდა და ყურადრება გაამახვილა სახელმწიფოს ხედვასა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე.
დასავლეთ საქართველოში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, მომავალ წელსაც გაგრძელდება და თითოეული რგოლის, განსაკუთრებით მოსახლეობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
შეხვედრას საკოორდინაციო შტაბის წევრები, სამეგერლოს, გურიის, იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.