ზუგდიდის მერიამ ახალი სახლები საჩუქრად 3 ოჯახს გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გრიგოლიშის, ნაწულუკუსა და ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 3 ოჯახს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად გადასცა.

მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდა. პროექტის ღირებულება 500 000 ლარია.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 129 ადამიანია, მათგან 7 პენსიონერი, 9 შშმ პირი და 56 ბავშვია.

როგორც ლაშა გოგიამ აღნიშნა, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და სარგებელს უფრო მეტი ბენეფიციარი მიიღებს.

პრიორიტეტული ოჯახები, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი