გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში”, – წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი