იანვრიდან პენსია გაიზრდება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან პენსიონერებისთვის პენსიის მოცულობა გაიზრდება.

“მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია,” – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი