ვის გაეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან – ფინანსთა მინისტრის განმარტება

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლისთვის დაგეგმილ ხელფასების ზრდაზე ისაუბრა.

„2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. ზოგადად, საჯარო სექტორში როგორც უკვე ვთქვით, განხორციელდება ათპროცენტიანი სახელფასო მატება.

მომდევნო წელს ჩვენ დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებული პირთათვის, რაც საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს. დიდი იმედი მაქვს, დოკუმენტს უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მომდევნო წლიდან ახალი საბიუჯეტო პარამეტრებით დავიწყებთ მუშაობას. მანამდე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები პრაქტიკულად 2017 წლიდან გაყინული გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციის ხელფასი. საჯარო სექტორში 2017 წლიდან საჯარო სეტორში ხელფასები ზრდა პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი