საქართველოს პროურატურაში საქვემლოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კითხვები აქვთ პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით.
„საქმეზე მიმდინარე გამოძიება ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქვემლოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება – დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ ანგელა ვასილენკომ, რომელიც დღეს გამოკითხვაზე იყო დაბარებული, საქართველო დატოვა.
„მე არავის გავურბივარ, მე ბილეთი მაქვს აღებული და 8 რიცხვში უკან ვბრუნდები. მე ყველაფერი ვუთხარი პროკურატურას“, – განმარტა ვასილენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოსკოვში გაფრენამდე.