ილია მეორე – ღმერთმა ინებოს, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს

ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა.

უწმინდესმა საკუთარი არჩევანი #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

”ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი