“იმ პირობით მივალ თუ გახარიასაც დაიბარებენ გამოკითხვაზე” – გიგი უგულავა

თბილისში პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოში ოპოზიციის ლიდერების დაბარებას, დაკითხვაზე დაბარებულ პირთა სიაში მყოფი გიგი უგულავა გამოეხმაურა:

„იმაზე რაზეც ვარ დაბარებული მისვლას არ ვაპირებ, ერთადერთი იმ პირობით მივალ თუ გახარიაც მივა ანალოგიურად. არსებობს ჩვენი კანონმდებლობით დადგენილი წესი მოწმის დაკითხვის, სასამართლოში დაკითხვის წესი. კეთილი ინებონ აი საბჭოთა სტილის ბრიფინგი, რომ ჩაატარა და ვიღაცა ლუღლუღებდა რაღაც გაუგებარი ფრაზებით, აი იმათ გასაგონად მინდა ვთქვა. თუ გინდათ რომ აი იმ პროცედურაში მივიღო მონაწილეობა, მიდით გახარია გამოკითხეთ და თუ არა და სასამართლოს წესით მიუვალ ისე როგორც ნორმალურ მოქალაქეს შეეფერება. ხალხი დაასახიჩრეს და პრემიერ-მინისტრი ლენჩივით გამოდის და იძახის, რომ ჩვენი ხელწერა არ არისო და არაფერი არ გვისვრიაო და ამ დროს ადამიანებს თავში აქვთ გაჩხერილი ტყვიები. ორჯერ დამიჭირა ამ ხელისუფლებამ, შეუძლიათ მესამედაც დამიჭიროს და თუ გინდა მეხუთეჯერ დამიჭიროს, ამით არაფერი არ შეიცვლება. ეს პროტესტი არ გაჩერდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი