ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, თბილისიდან ინგირის მიმართულებით „საჰაერო ტაქსი“ რეისებს განახორციელებს.
დღეს „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციული ერთეულის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე საცდელი სამარშუტო ფრენა განახორციელა. სატესტო ფრენა დღეს, ინგირის აეროპორტიდან თბილისი -ზუგდიდი -თბილისის მიმართულებით წარმატებით განახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
„სჰაერო ტაქსი“ -ს სერვისის დანერგვა საზაფხულო სეზონზე იგეგმება.