ინფექციურ საავადმყოფოში 27 პაციენტი რჩება​

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 პაციენტზე ტესტის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ეზუგბაიას თქმით, ამ დროითვის ინფექციურ საავადმყოფოში 27 პაციენტია.

მისივე თქმით, 13 პაციენტზე კიდევ აიღეს ტესტები და პასუხების შედეგები იქნება ან ძალიან გვიან, ან დილით.

“პარალელურად კიდე პაციენტები შემოდიან”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი