ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საკუთარი არჩევანი, ზუგდიდის #1 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჩიქოვანმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. აუცილებელია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკეთოს საკუთარი არჩევანი, თუ როგორ განვითარდება ჩვენი სახელმწიფო შემდეგი 4 წლის განმავლობაში. მე გავაკეთე არჩევანი, მე შემოვხაზე 27, იმიტომ, რომ მინდა ცხოვრება მშვიდი და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი მომავლისათვის, უკეთესი ეკონომიკასთვის და იმისათვის, რომ ზუგდიდს ყავდეს უკეთესი წარმომადგენელი ცენტრალური ხელისუფლებაში, ჩვენმა თანამოქალქეებმა უნდა შემოხაზონ 27“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი