ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ძალაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ერთმანეთს შეხვდებიან. ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე განახლდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება.

მანამდე რამდენიმე საათით ამავე გვერდზე ეწერა, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით კი ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატო-ს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა. სტოლტენბერგს ერთი კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი