კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ.
სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.