წალენჯიხის რამდენიმე სოფელში ხანძარია

წალენჯიხაში, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში ხანძარია. ცეცხლის კერებია ასევე რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ნაკიფუს, ჭალესა და ფახულანის ტერიტორიაზე.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მუშაობს სპეცტექნიკა.

ამასთან, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი