იტალიის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლს შეხვდა. ლევან შონიამ ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, აგრარულ სექტორსდატურიზმის განვითარებას ეხებოდა.

იტალიის ელჩის განცხადებით ისინი დაინტერესებული არიან რეგიონებთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდეთ. ენრიკო ბარტოლის განცხადებით, ის იტალიელ ბიზნესმენებს დაგეგმილ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოტენციალს გააცნობს.

მე ძალიან მომეწნა თქვენი რეგიონი, აქ პირველად ვარ და უკვე შემიყვარდა. რთულია იპოვო მხარე სადაც ერთადაა ამდენი სიმწვანე, მთა და სილამაზე.  ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განვითარდეს ტურიზმი, ასევე ჩაიდოს ინვესტიციები აგროსექტორსა და ენერგეტიაში, რაც მეტად დაახლოვებს ჩვენს ორ ერს. თქვენს რეგიონში წარმოდგენილია ორი მსხვილი იტალიური ფირმა, პირველი ეს არის „ფერერო“ და მეორე კი ნენსკრა მშენებლობაშია ჩაბმული. თქვენთან იწყება ძალიან კარგი პროექტი ანაკლიის განვითარების მხრივ, ვგულისხმობ პორტს, იმედს ვიქონიებთ, რომ მსგავს დიდ პროექტებში იტალიაც ჩართული იქნება“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიის ელჩმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორ ლევან შონიას განმარტებით, ელჩთან საუბარი გაცნობითი ხასიათის იყო და ანტონიოენრიკობარტოლს რეგიონის პოტენციალი გააცნეს. გუბერნატორმა ელჩს ის პაკეტები შესთავაზა სადაც უცხოელ ბიზნესმენებს ინვესტიციების ჩადება შეუძლიათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი