ჭაქვინჯი-ნარაზენის 10 კილომეტრიანი გზა დაიგება

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჭაქვინჯი-ბაღმარანი-ჯიხაშკარი-ნარაზენის დამაკავშირებელი ათ კილომეტრიანი საავტომობილო გზა აშენდება.

ჭაქვინჯის გზის სარეაბილიტაციო პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის გეგმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმ აგააცნეს.
სოფლის საავტომობილო გზა 30 წელია, შეკეთებას საჭიროებს. ჭაქვინჯში ცენტალურ საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი