თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2 266 500 ლარად შესყიდული 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ორ მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.
ასევე როგორც თანაინვესტორების ფონდში განმარტავენ, ბიძინა ივანიშვილი მზად არის საქართველოში არსებული 8 პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების განხორციელებას შეძლებენ, ან უკეთეს პროექტს წარადგენენ, საუბარია 8 პროექტზე, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.
ფონდი განმუხურის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დასრულებას 2018 წელს გეგმავს.