ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ ფაქტზე: “ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება”

საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც მარლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა, მმართველი გუნდი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს:

“სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი