ივანიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე: “ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს”

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილი შეფასებით, პრზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი “უახლოესი ისტორიის სიმბოლოა და საქართველო ამ მხრივ ევროპულ არჩევანსაც ეხმაურება, ვინაიდან კანდიდატი ქალბატონია”.

„ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი არის უახლესი ისტორიის სიმბოლო. ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია და დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ის ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა, ამ მხრივ ეს ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომეს გაპრეზიდენტებას ვიხილავთ. ამით ჩვენ შევეხმიანებით შორეულ ისტორიას, უახლოეს ემიგრაციასაც პატივს მივაგებთ და ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც პატივს მივაგებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში“, – განაცხადა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას პარტიის წევრებს მაქსიმალური მობილიზაციისა და ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი