ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ნაწილი ჯამში 27%-ზე მეტს ვერ აიღებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა, 28 ოქტომბრის არჩევნებზე ოპონენტებს რესურსი არ გააჩნიათ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ნაწილი ჯამში 27%-ზე მეტს ვერ აიღებს.

„ის 27%, რაც ბოლო წლებში ჩანს, საზოგადოების ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება და ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მას პატივს ვცემთ და რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასე ფიქსირდება, რომ დაახლოებით 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე, ხოლო 17% მეორე ნაწილზე იყოფა. ამის იქით, მათ დიდი რესურსი არ აქვთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი