ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

მინისტრმა პოსტზე ყოფნის დროს განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტიკარაძის გადადგომა პრემიერ მინისტრთან დაპირისპირებას უკავშირდება, თუმცა თავად ტიკარაძემ ამ თემაზე დღეს კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი