ჯანდაცვის სამინისტრომ მატარებელში მგზავრებისთვის ქცევის ახალი წესები დაადგინა

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

„მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი; ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა; მომსახურე პერსონალი უზრუნველყავით ნიღბებით; მომსახურე პერსონალი გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან; გამცილებელმა/კონტროლიორმა მგზავრისთვის ბილეთის შემოწმება განახორციელოს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისთვის ან სხვა პირისთვის (გარდა მგზავრისა) ბილეთის გადაცემა“, – აღნიშნულია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დოკუმენტში.

დოკუმენტით განსაზღვრულია მატარებლის სალონისადმი მოთხოვნებიც, კერძოდ: “მატარებლის სალონში უზრუნველყავით ჰაერის ფილტრაციის ინტენსიური რეჟიმი: ჯრს ტიპის (Stadler) ელექტრომატარებლებზე კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა კლიმატ-კონტროლისა და ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ხოლო საჭიროების შესაბამისად, სუფთა ჰაერის მიღება გარედან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით; ვმკ, ჯრტ სერიის ელექტრომატარებლბზე და სამგზავრო ვაგონებზე – ბუნებრივი ვენტილაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში – კონდიცირების/ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამართული მუშაობა ავტომატურ რეჟიმში, სუფთა ჰაერის გარედან მიღების გზით, საჭიროების მიხედვით; განახორციელეთ მატარებლების ჰაერის ფილტრების ინტესიური წმენდა; უზრუნველყავით მოაჯირების, კარების სახელურების, სავარძლების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება პერიოდულად, ყოველი მარშუტის დასრულების შემდგომ; უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია ყოველ 3 საათიანი ინტერვალით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე უწყება რეკომენდაციას გასცემს, რომ ყოველი მარშრუტის შემდეგ მოხდეს შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია.

დასუფთავება/დეზინფიცირება უნდა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ N6 დანართის შესაბამისად.

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი