ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა.

ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

“ზურა არის უაღრესად წესირი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება, ის არის 5 შვილის მამა, მე ვფიქრობ, რომ ზურა იქნება წარმატებული მინისტრი. აქვე მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამდენად დიდი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის, დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, ეს არის მთელი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმრათულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი