მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, 330 ე.წ. მაინერი ამოიღო.
მისი თქმით, მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნეს ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნეს ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც 133 მლნ კილოვატ/საათს აჭარბებდა, რაც მესტიის ზომის მუნიციპალიტეტისთვის არარეალურია. ეს უნდა იყოს, მაქსიმუმ, 7-10 მლნ კილოვატ/საათი. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

