თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. “კაბელების საქმეზე” ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ.
ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყება.