აბაშაში “კონსტანტინეობა” აღნიშნეს

ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან წელს  123 წელი შესრულდა.

მწერლის იუბილე მისსავე სახლ-მუზეუმში აღნიშნეს, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობდა.

საიუბილეო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბევრი ცნობილი რომანის ავტორი კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა.

წლევანდელ იუბილეს გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლებული იერსახით შეხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი