სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, 4 მარტს ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაიკეტება.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მედიასთან დღეს ქართულმა მხარემ გალის დრევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაახმოვანა.
“სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება, რადგან ერთი მხრივ ყოფილი პრობლემები შეიქმნება, მათ შორის მიმოსვლის და მეორეს მხრივ უსაფრთხოების კუთხით, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ გახშირდება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მოქალაქეების დაკავება”, – განაცხადა ქემოკლიძემ.