სამუშაო შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

დევნილთა სამინისტროს და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით, ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიან, სრულყოფილ ინტეგრაციასა და მათი უფლებების სათანადოდ დაცვაზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის – მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ დაფინანსებული (BPRM) პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები – დაცული მოწყვლადი ჯგუფები“-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს 13 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქებში ხორციელდება.

ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანია დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბება.

პროექტის პრეზენტაციას, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, მურად აბლოთია, დასავლეთ საქართველოში პროექტის  სამიზნე რეგიონების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი