ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ ელისაშვილის მონაწილეობით – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, როდესაც იურიდიულ კომიტეტზე გამჭვირვალობის კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს მოულოდნელად ხელი დაარტყა და ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.

“ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ პარლამენტში რაც ვიხილეთ ელისაშვილის მონაწილეობით, მაგრამ ყველაზე მძიმე და კიდევ უფრო უბედურება იყო ის სტატუსები, განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ არ გვიკვირს ეს, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ყველა გახლავთ რადიკალური დაჯგუფება თავიანთი ტელევიზიებით, ვინც ახალისებს პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღმა ადამიანებმა, ხელი უნდა შევუშალოთ ამგვარ ქმედებებს, იმიტომ, რომ მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება,” – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი