წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში – შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულებაა, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

„წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. შესაძლოა, ვიღაცას ვიღაც არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. არავის აქვს უფლება, ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა, რასაც სისტემური ხასიათი აქვს. ესეც გასაგებია, საიდან მოდის და როგორ ხდება ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი