„კარდაკარ საჭიროებებზე“ – ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტი

„კარდაკარ საჭიროებებზე“ – ეს ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტია. პროექტის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, გამგებელი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს სოფლებში კარდაკარ გაეცნობა.

ლაშა გოგია ამჯერად კახათსა და ოდიშს სტუმრობდა, ორივე სოფელში მოსახლოებამ მთავარ პრობლემად გზების არარსებობა დაასახელა. გამგებლის განცხადებით, კახათსა და ოდიშში გზების მშენებლობა წელს დარულდება.

ზუგდიდის გამგეობამ წელს კიდევ ერთი ახალი პროექტი „უფრო ახლოს ხალხთან“ დაიწყო, პროექტის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, სოფლის ცენტრებში გამგებელი და გამგეობის სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს გამართავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი