დაბა ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

ჩხოროწყუს მოსახლეობა დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ ჩხოროწყუს გამგეობაში განაცხადეს, სადაც საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
გამგებლის მოადგილის ვალერი თოდუას განცხადებით, მოსახლეობასთან კონსულტაციები გავლილია, დასკვნითი შეხვედრა კი 7 აპრილს გაიმართება, რომელზეც შესაბამისი მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება.
“ეს საკითხი რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში,თუმცა მაშინ იყო გარკვეული დაბრკოლებები, ახლა კი ეს დაბრკოლებები მოიხსნა და დაბა ჩხოროწყუ ყველანაირ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ქალაქის სტატუსი მიიღოს”, – განაცხადა თოდუამ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი