“დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია ზუგდიდის ყოფილი მერის და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, უწყებაში ლაშა გოგიას და ზურაბ კვირკვიას საუბრის სრული ჩანაწერი აქვს მიტანილი, რომელსაც ანტიკორუფციულ სააგენტოს გადასცემს.
„მე დღეს მომაქვს სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს 1:57 საათს და მე ამ ჩანაწერს გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს. ტელევიზიებით მხოლოდ 2 წუთიანი ჩანაწერი მოისმინეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია“, – განაცხადა მიქაიამ.