ზუგდიდის ყოფილი მერი და ბიზნესმენი კვირკვია ამ წუთებში სუს-ში იკითხებიან

ამ წუთებში ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხავენ.

საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ატიკორუფციული სააგენტოს მიერ ლაშა გოგიას წინააღმდეგ სსკ-ის 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება. ჩანაწერში, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგიას და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ხმა ისმის, სადაც საუბარია ბიზნესმენის მიერ გოგიასთვის ვიცე-მერის გია გულორდავას ხელით 10 000 დოლარის გაგზავნაზე კონკრეტული ობიექტის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი