საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, უნდა შეიქმნას საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა.
„იმ ფონზე, როცა უკრაინამ ძალიან წარმატებული დარტყმა განახორციელა ნოვოსიბირსკის სამხედრო პორტზე – 4 გემია სერიოზული დაზიანებით (იმედია, იმავეს გააკეთებს ოჩამჩირის და გუდაუთის ბაზის მისამართით) და ასევე იმ ფონზე რომ ივანიშვილი აფხაზეთის გავლით ბენზინს აწვდის რუსეთს, ქოცხროვა აშკარად ამზადებს ძალიან დიდი ღალატს. გეორგიევსკის ტრაქტატის, რომელმაც ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას, მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას.
ამ სიტუაციაში საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას ან პოლიტიკურ და პიროვნულ განსხვავებებს – ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა და წავლეკოთ ესენი, თუ არა ისინი უკვე არიან საქართველოს განადგურების დამამთავრებელ ეტაპზე გადასული და მერე ზოგმა უსამშობლოდ დარჩენილმა – ემიგრაციაში, ზოგმა ციხეში ვარკვიოთ ერთმანეთთან ურთიერთობები და ვიძახოთ: „შენ რომ მაშინ ეს არ გააკეთე, შენ რომ ასე თქვი“ და სხვა უშინაარსო გარჩევები ვაწარმოოთ“, – წერს სააკაშვილი.

