მესტიაში უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, რაც უნდა გამოსწორდეს – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს,  10%-ს არ აღემატება.

„გაკეთდა განაცხადი გამრიცხველიანებასთანდაკავშირებით და, პარალელურად, წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაშიც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რა ციფრებზეა საუბარი. 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება. დაახლოებით, უხეშად, 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საბოლოო ჯამში, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, რომელსაც ადამიანი იხდის თბილისში, ქუთაისში  თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი