მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა ქართულ საზოგადოებაში ვერ იქნება წარმატებული – კობახიძე

პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმად ოპოზიციაში დაპირისპირებაა.

“ყველაფერი დევს ხელისგულზე. ესენი არიან აბსოლუტურად დასუსტებული პოლიტიკური ძალები. თვითონ დაისუსტეს საკუთარი თავი, საკუთარი წარსულითა და მიმდინარე პროცესებით. მთლიანობაში, ამ გაერთიანებას წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა. ისეთ საზოგადოებაში, როგორიც არის ქართული საზოგადოება, ასეთი წარსულით, ასეთი ტიპის პოლიტიკური ძალა წარმატებული ვერ იქნება. მათი სისუსტის გამოხატულება და გამოვლინებაა განხეთქილებებიც, რომლებიც აშკარაა ამ გაერთიანებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი