“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობის” იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, რაც მისი თქმით, პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას დადასტურდა.
“გარკვეულ მომენტში სალომე ზურაბიშვილი შევიდა ალიანსში კოლექტიურ “ნაცმოძრაობასთან”. ამის უკან რა იდგა, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ სიღრმეში აქ არ გვინდა შევიდეთ. პირდაპირი ალიანსია გამოყოფილი და ეს ვიხილეთ ჩვენ გუშინ სხდომათა დარბაზშიც, როდესაც დადასტურდა ეს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ “ნაცმოძრაობის” იმედით არღვევდა კონსტიტუციას. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის პოსტზე დატოვა “ნაცმოძრაობამ” სალომე ზურაბიშვილი შემდეგი 1 წლით, ეს არის ალიანსის სრული ლუსტრაცია,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.