კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის“.

„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.

მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:

დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;

სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;

ბებიებისა და ბაბუებისთვის ერთადერთ გულის გასახარ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.

ამ „ბანდის“ ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, პრემირ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი