კოკში ამომრჩეველს ზვიად ძიძიგური და დავით ნარმანია შეხვდნენ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოკში ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგური, თბილისის ყოფილმა მერი დავით ნარმანია და მსახიობი ბესო ბერუაშვილი შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

შეხვედრაზე ადგილობრივებს  სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა და  სამომავლო გეგმები გააცნეს.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი