კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი საპროცესო გარიგებას არ გამორიცხავს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან 22 მაისს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შესაძლოა, საპროცესო გარიგება გაფორმდეს.

პროკურატურასთან მსგავსი შეთანხმება დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული სპორტსმენების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ არ გამორიცხა, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა უნდა დაწყებულყო, თუმცა მანამდე პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ საქმეში დამატებითი მტკიცებულებების დართვა მოითხოვა, ადვოკატმა კი აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების დასადგენად და მათ გასაცნობად ერთ კვირიანი ვადა ითხოვა და აღნიშნა, რომ ამ ვადაში არც საპროცესო გარიგებაზე პროკურატურისგან პასუხის მიღებაა გამორიცხული.

საბოლოოდ მოსამართლე შოთა ბიჭიამ მორიგი პროცესი 17 იანვარს 16:00 საათვისთვის ჩანიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი