კორცხელის ინციდენტში მონაწილეთა აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

კორცხელში, 22 მაისს, შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პროკურატურამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით უკვე მიმართა.

როგორც “newsportal.ge”-ს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, შუამდგომლობას ამ წუთებში მოსამართლე ნატრული აკობია ეცნობა, სასამართლო სხდომა კი 15 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი სსკ-ის 239-ე მუხლით 1 ივნისს წაუყენესს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი