თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირკიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.

”მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სიტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ალესანდრე ჯეჯელავა სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ თანამდებობეზე: იყო თი-ბ-სი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ადამიანურის რესურსების დარგში. მანამდე ის იყო ”გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიების” (UGT) გენერალური დირექტორის მოადგილე, ბიზნესის განვითარების დირექტორი ინტელექტ ბანკში; საქართველოს ეროვნული ბანკის აიტი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, სომხეთის სახელმწიფო რეესტრის, ყირგიზეთის ნაციონალური ბანკის და სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების კონსულტანტი. ჯეჯელავას ტელეკომპანია “მაესტროზე” გადაცემა “NX სპიკერი” მიყავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი