კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს გირაოს გადახდა დაეკისრათ

კორცხელში 22 მაისს მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გადახდა შეეფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებული პირების მიმართ სწორედ გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სრულად დაკმაყოფილდა.

პროცესზე ბრალდებულთა ადვოკატმა აღნიშნა, რომ არც ერთ ბრალდებულს გირაოს გადახდის საშუალება არ აქვს და აღმკვეთი ღონისძიების არგამოყენება მოთხოვა, რაც მოსამსართლემ არ დააკმაყოფილა.

ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს 7 ათას ლარიანი, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ, რისთვისაც 30 დღიანი ვადა მიეცათ.

კორცხელის ინციდენტის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივლისს 14:00 საათისთვის ჩაინიშნა.

კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1 ივნისს წაუყენაეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი