პარტია „თავისუფალმა საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციამ სოფელ კორცხელში შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი დასახელა. მაჟორიტარობისთვის ოპოზიციური პარტიიდან თეა ქარდავა იბრძოლებს.
კანდიდატმა კორცხელის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივების ყველა პრობლემას საკრებულომდე მიიტანს და მის მოგვარებას ეცდება.
თეა ქარდავა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში მოხალისედ მუშაობს, მანამდე ის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგელოს წარმომადგენლობის თანამშრომელი იყო.