საია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მასშტაბურ მონიტორინგს განახორციელებს

საია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მასშტაბურ მონიტორინგს გეგმავს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მასშტაბურ მონიტორინგს გეგმავს. როგორც საია-ს წარმომადგენელმა ირმა პავლიაშვილმა პოლიტიკური პარტიების წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღეს საიამ პარტიების წარმომადგენლებს სადამკვირვებლო მისიის მიზანი გააცნო.

პავლიაშვილის თქმით, შეხვედრაზე პარტიების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა იმაზე, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ შეუწყოს ხელი, რათა თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემო შეიქმნას.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი, პავლიაშვილს კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი გაუჭირდა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი იქნება, თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი