საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 -ით გაიზარდა და 1435 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ცნობისთვის, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას, 11 ქობულეთს, სამი ქედას, ერთი შუახევს, 34 თბილისს, 11 იმერეთს, ოთხი ქვემო ქართლს უკავშირდება. ასევე, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი ინფიცირებულებიდან სამი გურიასთან, ერთი შემთხვევა კი კახეთთან არის დაკავშირებული.