კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1006-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა და 883-ია. გარდაცვლილია – 15 ადამიანი; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 31-ს შეადგენს.

ცნობისთვის, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი