კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა ჯამში 1085-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ცნობისთვის, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის წყარო ლენჯერია, 11 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, 1 სამედიცინო პერსონალია და 3-ის წყარო უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი